“ჩვენი საამაყო სამართალდამცველნი, რომელთა დემონიზებას უსუსურად ცდილობენ “კლავიატურის ვირთაგვები”, არიან – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე როგორ აფენს დროშას ასფალტზე, რომელსაც სამართალდამცავი იღებს და უკან აწვდის მას, იხმიანება და ამბობს, რომ ქრისტიანი ქართველისთვის ჯვარი, ხატი და ეროვნული დროშა უდიდესი სიწმინდეებია, რომლის დასაცავად მრავალს გაუწირავს თავი, ნაცსექტანტისთვის ესაა ფული და გაბრუების საშუალება.

აბაშიძის განცხადებით, რადიკალები სამართალდამცველების დემონიზებას აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველები არიან.

“ქრისტიანი ქართველისთვის ჯვარი, ხატი და ეროვნული დროშა უდიდესი სიწმინდეებია, რომლის დასაცავად მრავალს გაუწირავს თავი, ნაცსექტანტისთვის ესაა ფული და გაბრუების საშუალება.
თუ ასეთი პატრიოტები არიან, ასფალტზე მაინც დაწვნენ ეს უსამშობლოები და სიმბოლურად მაინც შეუშალონ ხელი სპეცრაზმის კანონიერ ქმედებებს. მაგრამ ეს არ მოხდება, ლაჩარი და გარეწარი სააკაშვილის ადეპტი მისგან არაფრით განსხვავდება.

ჩვენი საამაყო სამართალდამცველნი, რომელთა დემონიზებას უსუსურად ცდილობენ “კლავიატურის ვირთაგვები” და “ქაღალდის ვეფხვები”, არიან და იქნებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგული დამცველნი.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…