არქივი28 ნოემბერი, 2024, 21:09
ქუთაისში პოლიციამ აქტივისტზე იძალადა

ქუთაისში პოლიცია აქტივისტზე იძალადა.
ქუთაისში ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, არ გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკეკებები, მოქალაქეები აპროტესტებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი აქტივისტი, მიშა მუმლაძე ხალხს მოუწოდებდა, ზებრაზე ერთდროულად გადასულიყვნენ, რითაც გზის გადაკეტვას მოახერხებდნენ. სწორედ ამ დროს პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.
დაკავების პროცესში მუმლაძე მიწაზე დააგდეს, მას ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი იჭერდა კიდურებში.
ერთი ადამიანის დაკავებას რამდენიმე ათამდე პოლიციელი ცდილობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.