“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო პროგრამა წარადგინა

მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნება” დღეს, 7 ოქტომბერს წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა არ ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე და თავმჯდომარე .
პროგრამის პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მ გამართა. მან თითოეული დარგის განხილვის დროს 2024 წელს არსებული მდგომარეობა 2012 წელს შეადარა და 2028 წლისთვის დაპირებები გასცა.
მ პროგრამის პრეზენტაცია ეკონომიკის სფეროს განხილვით დაიწყო. მან ისევ ისაუბრა ეკონომიკის ზრდაზე და თქვა, რომ მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა, 2028 წლისთვის, ამას კი მოჰყვება, ქვეყნის ბიუჯეტის პირდაპირპროპორციული ზრდა. მისი მტკიცებით, 2028 წლისთვის “ქართულ ოცნებას” აქვს “ამბიციური ამოცანა” და ქვეყნის ბიუჯეტი 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
“დღევანდელი მდგომარეობით, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ” , – თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ აქვთ “ამბიციური და აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა” – 4%-მდე შეამცირონ მისი მაჩვენებელი. “ეს არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი”, – დასძინა მან.
ინფრასტრუქტურა
ირაკლი კობახიძემ, ასევე ისაუბრა დაგეგმილ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:
“მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე გახსნილი იქნება 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი. დაგვრჩება ერთი მცირე მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა, დაემატება 2-ზოლიანი გზა და საბოლოო ჯამში მაგისტრალი გახდება 4-ზოლიანი. დაიწყება -სარფის მონაკვეთის მშენებლობა, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობთ ანაკლიის პორტის განვითარებაზე, დაგვჭირდება საგანგებო გზის გაჭრა ანაკლიამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დაგეგმილია აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი მაგისტრალების დასრულება; კახეთის მონაკვეთზე უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა; დაიწყება ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა; ასევე დაიწყება და დასრულდება თბილისი-რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი […]”.
კობახიძის კიდევ ერთი დაპირებით, ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს:
“იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობის სამუშაოები, გაფორმდა ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ასევე ბელგიური კომპანია დაიწყებს უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე მუშაობას. ამ პროექტის პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება, პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. წელიწადში 600 000 კონტეინერი იქნება გამტარობა, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველ ფაზაში”.
“ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებაა ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, რომელიც მათივე თქმით, 18 მილიონ მგზავრს მიიღებს.
სოფლის მეურნეობა
კობახიძის თქმით, 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა მთლიანობაში სოფლის მეურნეობისთვის, შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
“ყბადაღებული თემა იყო, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ მილიარდი მოხმარებოდა სოფლის აღორძინებას. არათუ მილიარდზეა საუბარი, წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი მოხმარდა სოფლის აღორძინებას და მარტო შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი მოხმარდება. ანუ ძალიან დიდი გადაჭარბებით შესრულდა ეს დაპირება”, – აღნიშნა მან.
ენერგეტიკა
“გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა”, – თქვა კობახიძემ ენერგეტიკის სფეროზე საუბრისას. მისივე თქმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში აშენდა 63 ჰესი, 2 თბოელექტროსადგური და 1 ქარის ელექტროსადგური.
“2012 წლისთის 3359 მეგავატს შეადგენდა გენერაცია ქვეყანაში, 2024 წლისთვის 4600 მეგავატამდე იზრდება. 2028 წლისთვის გამომუშავება გადააჭარბებს 8000 მგვტ-ს. 2030 წლისთვის 10 000-ს მეგავატს გადასცდება გამომუშავება”, – ირწმუნება კობახიძე.
“ხელფასების ზრდა საჯარო მოხელეებისთვის”
“ქართული ოცნება”, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელფასების ზრდას ჰპირდება საბავშვო ბაღებისა და ასევე, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს.
“ბოლო წლებში უზრუნველყოფილი იყო ხელფასების 10%-იანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა. სტანდარტული ზრდის გარდა, პირველი იანვრიდან დაგეგმილია საბავშვო ბაღების პერსონალისთვის 100 ლარით ხელფასების ზრდა, იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს”, – თქვა კობახიძემ პროგრამის წარდგენისას.
განათლება
განათლების სფეროზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დაგეგმილია მნიშვნელივნად გაფართოვდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
“ჩვენი ამოცანაა, 20 000-ს გადასცდეს სტუდენტების რაოდენობა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს თანაბარი მნიშვნელობის კერა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს დაპირება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მისი მხრიდან სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროექტის განსახორციელებლად”, – თქვა მან და დაამატა, რომ ამის პარალელურად, ამომრჩეველს თბილისსა და რუსთავს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის აშენებას ჰპირდებიან.
კულტურა და სპორტი
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 30 მილიონს გამოყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას მოხმარდება.
გარდა ამისა, მათი დაპირებაა, გაიზარდოს სპორტის დაფინანსება და 2 მილაირდი გამოიყოს ინფრასტრუქტურისთვის.
“ახალი, 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი თბილისისთვის, რათა 2028 წლისთვის ვუმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგას. ახალი სტადიონი იქნება სრულად ადაპტირებული, როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბისთვის და იქნება საკონცერტო ინფრასტრუქტურა”, – თქვა კობახიძემ.
ჯანდაცვა და სოციალური დაცვა
პრემიერ-მინისტრის დაპირებით, “აუცილებლად აშენდება” ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და უახლოეს მომავალში გეგმავენ მისი კონცეფციის პრეზენტაციას.
იგი, ასევე პენსიის ზრდის დაპირებასაც აჟღერებს და ამბობს, რომ “ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას”, 350/450 ლარამდე გაიზარდოს პენსიები.
თავდაცვა
“ქართული ოცნება” გეგმავს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარებას, ასევე სამხედროებისა და პოლიციელების სოციალურ მხარდაჭერას.
· “ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში,
· სამხედროების სოციალური მხარდაჭერა – განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჯარის ქალაქს” – 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება შემდეგ წლებში;
· ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები ჩვენი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.
· მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
· პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესება – 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში”, – თქვა კობახიძემ თავდაცვის სფეროზე საუბრისას.
საგარეო პოლიტიკა
-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ასევე რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება” – კობახიძის თქმით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადასადგმელი ძირითადი ნაბიჯებია.
· “უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანაა აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს. დარწმუნებული ვართ, მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი ში, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას.
· ევროინტეგრაცია რჩება საგარეო პრიორიტეტად – 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად გასაწევრიანებლად. 2028 წლისთვის გვაქვს გეგმა, რომ 90%-ს გადააჭარბოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულებას, ხოლო DCFTA-თ გათვალისწინებული ვალდებულებების 90% იქნება შესრულებული 2028 წლისთვის.
· ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება უმთავრესი პრიორიტეტია, ჩინეთთან სგტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
· პრაგმატული პოლიტიკა, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება – ესეც ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”.
ფორუმი