არქივი23 ნოემბერი, 2023, 17:36
"ქართული ოცნების" 9-პუნქტიანი გეგმა | ხელისუფლება ევროკავშირის დათქმებზე სამუშაო პროცესს ასრულებს
"ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირის დათქმებზე სამუშაო პროცესს ასრულებს და მომდევნო კვირის დასაწყისში გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება. პარალელურად, მმართველი გუნდი აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უშუალოდ ამ მოთხოვნების შესრულებაზე იმუშავებს. ივანიშვილის პოლიტიკური კლანი სამუშაო პროცესში პოლიტიკურ ოპონენტებს ეპატიჟება, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური შეთავაზება იქნება და რეალურად, ხელისუფლება განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინებას არ აპირებს.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.