“ქარავანი” - კოკა-კოლას და VELI.store-ის კოლაბორაციით შექმნილი თამაში ველის აპლიკაციაში
ახალი წელი ბევრისთვის ქალაქში ჩავლილი კოკა-კოლას ქარავნის გარეშე წარმოუდგენელია, VELI.store-ის წლევანდელი დაპირება კი თითოეულ მომხმარებლამდე ახალი წლის მიტანაა, ყველა საჭირო პროდუქტითა თუ განწყობით. სწორედ ამ მიზნით, ველიმ და კოკა-კოლამ ახალი თამაში “ქარავანი” შექმნა, რომელიც მხოლოდ VELI.store-ის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი.
თამაშის პრინციპი ძალიან მარტივი და თითქმის ყველასთვის ნაცნობია, კოკა-კოლას ქარავნით მომხმარებლებმა რაც შეიძლება მეტი ქილის შეგროვება უნდა შეძლონ. თამაშს ყოველდღიურად ეყოლება გამარჯვებული, რომელიც 24 საათში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს და ველისგან საჩუქრად 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.