უძლიერესი ტაივანის ბოლო 25 წლის ისტორიაში

ცხრა ადამიანი ემსხვერპლა უდიდეს მიწისძვრას, რომლის მსგავსიც ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი, 50-ს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
სეისმოლოგიური სადგურების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდის იყო და ის დილის 8 საათზე მოხდა, როცა ქვეყნის უმეტესი ნაწილი სამსახურისში ან სასწავლებლებში მიეშურებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შედარებით მეჩხერად დასახლებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჰუალიენის რეგიონში იყო, სადაც შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგან მეწყერიც დაფიქსირდა.
ჰუალიენში ინტენსიური სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ძლიერი ბიძგების გამო, თავიდან დედაქალაქ ტაიპეიში მეტრო დახურეს, მაგრამ ამ დროისთვის მისი მუშაობა განახლებულია.
მიწისძვრის სიღრმე 15.5 კილომეტრს აღწევს. თავიდან ასევე გამოიცა გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის შესახებ. ფიქრობდნენ, რომ ის ტაივანის გარდა, იაპონიის სამხრეთი ნაწილს და ფილიპინებსაც ემუქრებოდა. თუმცა, გაფრთხილება მოგვიანებით გააუქმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო