უშველებელი თანხა ჩამოდის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის სასარგებლოდ. პირდაპირ ხელფასს უხდიან, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახისთვის ჩარიცხულ მორიგ ტრანშზე.
„უშველებელი თანხა ჩამოდის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის სასარგებლოდ და პირდაპირ ხელფასს უხდიან. მიიღებს რუსულ ფულს და ამ რუსული ფულით წახალისებული, ცხოვრება მოგვარებული, შეტევაზეა გადმოსული და ყველაზე დიდი რაოდენობის პოლიციის მანქანაზე შეხტომების, რადიკალური პროცესების განვითარებისათვის, ახალგაზრდების ჩართულობის, პიროტექნიკის მობილიზების და ასეთი რევოლუციური სცენარის განვითარების ხელშეწყობის ფაქტები სწორედაც ელენე ხოშტარიაზე მოდის ძალიან მსუყედ. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, ორმაგი სტანდარტიც არსებობს, ამ კონსპირაციის დიდი ეჭვიც არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.