არქივი9 ივლისი, 2024, 05:52
უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, დაშავდა 170 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე 37 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და 170 დაშავდა. დაშავებულებს შორის 13 ბავშვია.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.