სტამბოლში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გადაწყვეტილება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის მერიის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იმამოღლუს გუშინ ბრალი წაუყენეს კრიმინალური ორგანიზაციის მართვაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვაში, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაში და სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
იმამოღლუ სტამბოლის დასავლეთ ნაწილში მდებარე სილივრის ციხეში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის სტამბოლის მერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში უკვე ხუთი დღეა მიმდინარეობს. „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. თურქეთის მთავრობა უარყოფს, რომ იმამოღლუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ირწმუნება, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”