“სოლიდარობა კოლეგებს.. ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად” – ონლაინ მედია ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – ისინი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას კატეგორიულად გმობენ და დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

განცხადების 17 ხელმომწერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და აცხადებენ, რომ ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად.

ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას. 

ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართული თავდასხმები განხორციელდა ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებზე. 

ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთის წინააღმდეგ კი გამოიყენეს ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომელიც კვალიფიცირდება წამებად.

თავდასხმები უმთავრესად ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა არაფორმალური მარბიელი ჯგუფების მიერ ჟურნალისტზე ძალადობას პოლიცია თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს. 

ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად. 

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად დიდწილად დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის ფასად.  

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერი მედიები: 

  • პუბლიკა • Publika
  • Chai Khana
  • Entrepreneur Georgia
  • კახეთის ხმა / knews.ge
  • სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge
  • რადიო “მარნეული” / “Marneuli” radiosu
  • News Agency ExpressNews – ექსპრესნიუსი
  • OC Media
  • BMG • ბიემჯი
  • Tabula – ტაბულა
  • ფლანგვის დეტექტორი
  • მაუწყებელი • Mautskebeli
  • აი, ფაქტი • ifact.ge
  • აპრილი • Aprili
  • Accent – აქცენტი
  • პროექტი 64
  • საგამოძიებო მედია ლაბი (IML)

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს