სკოლის დირექტორმა, რომელმაც ქმრის მიერ მოკლულ ქალს “თავშიავარდნილი” უწოდა, თანამდებობა დატოვა – ფერიდე შაინიძე თან უარყოფდა და თან ადასტურებდა, რომ სკანდალური პოსტი მას ეკუთვნოდა

ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც ქმრის მიერ მოკლულ ქალს “თავშიავარდნილი” უწოდა, თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ რესურს ცენტრმა მოკვლევა დაიწყო, რა დროსაც თავად ფერიდე შაინიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.

სოციალურ ქსელში ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ფერიდე შაინიძის სახელით დაწერილმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარი შუახევში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს ეხებოდა. “თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – წერდა ფერიდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების