საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
ერთა ლიგის А დივიზიონის პირველ ჯგუფში მესამე ტური გაიმართა.
საფრანგეთისა და იტალიის მატჩი 1:1 დასრულდა, ბელგიამ კი თურქეთი 3:0 დაამარცხა. კევინ დე ბრუინმა დუბლი შეასრულა.
ჯგუფში 7 ქულით ლიდერი საფრანგეთია, 6 ქულით მეორე ადგილზე ბელგიაა, 4 ქულით მესამეზე იტალია, თურქეთი კი უქულოდაა.
პარიზი. „სტად დე ფრანსე“
საფრანგეთი – იტალია 1:1
გოლები: 1:0 ოლისე (55), 1:1 ბასტონი (68)
გაძევება: უპამეკანო (85, საფრანგეთი)
ლიეჟი. „მორის დიუფრანი“
ბელგია – თურქეთი 3:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (10), 2:0 დე ბრუინი (59), 3:3 ლუკაკუ (76)
ჯგუფში მეოთხე ტური 5 ოქტომბერს ჩატარდება – საფრანგეთი ბელგიას, ხოლო იტალია თურქეთს უმასპინძლებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.