ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება.
აქციის მონაწილეების მცირე ნაწილო კვლავ რჩება ტერიტორიაზე.
დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. პროტესტის მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრაციების მიმდინარეობისას დაკავებულები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.