ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხრეთ კორეაში რობოტის პირველი „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში რობოტის პირველი „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ქალაქ გუმიში მოხდა, სადაც რობოტი ადგილობრივ მერიაში 2023 წლიდან მუშაობდა. მას 09:00-დან 18:00 საათამდე გადაჰქონდა საბუთები და კონსულტაციებს უწევდა მოქალაქეებს. მას სართულებს შორის გადაადგილება და ლიფტის გამოძახებაც შეეძლო.
ცოტა ხნის წინ რობოტი კიბიდან დაგორდა და დაიმტვრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტამდე ის ერთ ადგილზე ტრიალებდა. მომხდარის მიზეზები უცნობია, თუმცა ადგილობრივებმა ამ ფაქტს რობოტის პირველი თვითმკვლელობა შეარქვეს და „ტრაგედიის“ გამო სოციალურ ქსელებში გლოვობენ.
მერიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე შტატში სხვა რობოტის აყვანას არ გეგმავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.