საინტერესო იქნებოდა ევროპელი პარტნიორების ახსნა-განმარტება, რატომ არ თქვეს უარი კრიმინალ და საქართველოში დაუსწრებლად გამამტყუნებელი განაჩენის მქონე ზურაბ ადეიშვილის გვერდით დაჯდომაზე

საინტერესო იქნებოდა ევროპელი პარტნიორების ახსნა-განმარტება, რატომ არ თქვეს უარი კრიმინალ და საქართველოში დაუსწრებლად გამამტყუნებელი განაჩენის მქონე ზურაბ ადეიშვილის გვერდით დაჯდომაზე
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდადებული და ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საინტერესო იქნებოდა ევროპელი პარტნიორების ახსნა-განმარტება, მათ რატომ არ თქვეს უარი კრიმინალ და საქართველოში დაუსწრებლად გამამტყუნებელი განაჩენის მქონე ზურაბ ადეიშვილის გვერდით დაჯდომაზე.
-ს კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ, ელენე ზელენსკაიამ დემონსტრაციულად განაცხადა უარი პუტინის პატიმარ ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაიასთან გვერდით ჯდომაზე – საინტერესო იქნებოდა “პუტინის ჩვენი პატიმრის” სექტანტების მხრიდან ახსნა-განმარტება ამის თაობაზე.
საინტერესო იქნებოდა ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების ახსნა-განმარტება, მათ რატომ არ თქვეს უარი კრიმინალ და საქართველოში დაუსწრებლად გამამტყუნებელი განაჩენის მქონე ზურაბ ადეიშვილის გვერდით დაჯდომაზე. მოარული ხმებით, ადეიშვილის შეფი, უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი – ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია უკრაინის ახალი პრეზიდენტის პოსტზე.
ანდრეი კოსტინს აქტიურად უჭერს მხარს ბრიტანული ლობბი. ამავდროულად, ამერიკელებმა დაუბლოკეს ზელენსკის მეორე ვადით გაპრეზიდენტება. კოსტინმა უკვე გაიარა ქასთინგი ერთდროულად ამერიკელ რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან და თითქოსდა, ტრამპის მოწონებაც დაიმსახურა. ამჟამად კი გერმანიას და ბრიუსელს ესტუმრა. ამ წინასაარჩევნო ტურნე-პრეზენტაციაში მას დაჰყვება ქართული ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგი და ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცევი არქიტექტორი.
, მისი ამჟამინდელი თუ მომავალი პრეზიდენტები – იქეთ იყვნენ, მაგრამ ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ მსგავსი დემონსტრაციული არამეგობრული ჟესტი – დამაფიქრებელია და განმარტებას მოითხოვს. ეს “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმები უკვე ნამეტანი გამაღიზიანებელი ხდება…“-წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა