საარჩევნოდ შექმნილი სადამკვირვებლო მისია, სახელწოდებით “ჩემი ხმა” ღია პოლიტიკურ ქორწინებაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან”. სწორედ ამიტომ, დროა ვამხილოთ ეს და სხვა ყველა ასეთი გაერთიანება და უმრავლესობის პოლიტიკური არჩევანი ბოლომდე დავიცვათ

საარჩევნოდ შექმნილი სადამკვირვებლო მისია, სახელწოდებით “ჩემი ხმა” ღია პოლიტიკურ ქორწინებაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან”. სწორედ ამიტომ, დროა ვამხილოთ ეს და სხვა ყველა ასეთი გაერთიანება და უმრავლესობის პოლიტიკური არჩევანი ბოლომდე დავიცვათ
არჩევნების შემდეგ, პროცესების მართვა გარე აქტორების გეგმის მიხედვით დაიწყება და ეს გაერთიანება ერთ- ერთი იქნება, რომელიც ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე, ღიად დაუპირისპირდება მმართველ ძალას და უმრავლესობის არჩევანს და ერთ – ერთი პირველი მოაწერს ხელს რევოლუციურ სცენარზე,- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი , საარჩევნოდ შექმნილ სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“.
მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 30-მდე მიუკერძოებლობას ამოფარებულ, საკმაოდ მიკერძოებულ ორგანიზაციასა და საქართველოში ომის დაწყებით აღტკინებულ ადამიანებს, მათ შორის ნინო ლომჯარიას აერთიანებს.
„ საარჩევნოდ შექმნილი სადამკვირვებლო მისია, სახელწოდებით “ჩემი ხმა” აერთიანებს 30 მდე ორგანიზაციას, მათ შორის ღიად მიკერძოებულ და ტექნიკური მთავრობის შექმნის სურვილითა და საქართველოში ომის დაწყებით აღტყინებულ ადამიანებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ნინო ლომჯარიაა.
საარჩევნოდ შექმნილი სადამკვირვებლო მისია, სახელწოდებით “ჩემი ხმა” ღია პოლიტიკურ ქორწინებაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ერთი ერთში იმეორებს ძირითადი ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ გზავნილებს.
შესაბამისად ამ გაერთიანების მხრიდან რაიმე ობიექტურ დასკვნაზე, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის თუ უკვე დასრულებული პროცესის ობიექტურად შეფასებაზე საუბარი ზედმეტია.
ორგანიზაცია “ჩემი ხმა” გარე აქტორების პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.
ის ორიენტირებულია არა ობიექტურ რეალობაზე არამედ მიკერძოებული ნარატივის გახმოვანებაზე.
არჩევნების შემდეგ, პროცესების მართვა გარე აქტორების გეგმის მიხედვით დაიწყება და ეს გაერთიანება ერთ- ერთი იქნება, რომელიც ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე, ღიად დაუპირისპირდება მმართველ ძალას და უმრავლესობის არჩევანს და ერთ – ერთი პირველი მოაწერს ხელს რევოლუციურ სცენარზე.
სწორედ ამიტომ, დროა ვამხილოთ ეს და სხვა ყველა ასეთი გაერთიანება და უმრავლესობის პოლიტიკური არჩევანი ბოლომდე დავიცვათ.
რა დიდი გამოცნობა უნდა, რომ ომზე მშვიდობა, ბოროტებაზე სიკეთე და კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობაზე” “ქართული ოცნება” ეროვნული ამბიციით გაიმარჯვებს“,- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება