რეზოლუციის შესწორებაში ივანიშვილის სანქცირების, უვიზო რეჟიმის საკითხებიცაა ნახსენები

რუსული კანონის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტთან ერთად, ევროპელი დეპუტატები კიდევ ორ შესწორებას უყრიან კენჭს – ერთი ს სანქცირებას, მეორე კი უვიზო რეჟიმს უკავშირდება. კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
ერთ-ერთი შესწორების ავტორი, რომელშიც ს სანქცირებაზეა საუბარი არის პოლიტიკური ჯგუფი “განაახლე”, მეორესი კი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები”, რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
ანა ფოტიგას მიერ წარდგენილი შესწორება მოიცავს ორ პუნქტს:
· მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც “კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს სკენ გადახრის სასარგებლოდ” და “რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს”.
· კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი და დაუშვან მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.