ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისივე განმარტებით, ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას უზრუნველყოფს ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას.
„ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ ამ თვალსაზრისით, ევროპულ მაჩვენებელს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.