ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთმა ქართული ოცნების ხელისუფლების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პოლონეთმა ქართული ოცნების ხელისუფლების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პოლონეთის საელჩოს განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა ქართული ოცნების ხელისუფლების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
"საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა ხელისუფლების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს", - წერია საელჩოს განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებსაც პოლონეთში შესვლა ეკრძალებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.