პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.
სოსო ცისკარიშვილი 1948 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. 1966-71 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე (კვალიფიკაცია – ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი). 1976-79 წლებში სწავლობდა მოსკოვში, საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიაში (კვალიფიკაცია – საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი).
1988-89 წლებში იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, 1989 წლიდან – სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია “მსოფლიო ლაბორატორიის” გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან – ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე. 2008 წლიდან – დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?