28 აპრილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ინფორმაციას კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
მისი ცნობით, სხდომაზე მოწვეულნი არიან თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.
„28 აპრილს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე. სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები – თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე. სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე“,-წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.
