ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია

ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია

24 წლის მცველი ლევან ხარაბაძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია.
ხარაბაძე წლების განმავლობაში "დინამო თბილისისა" და "დინამო ბათუმის" ღირსებას იცავდა. იყო კვიპროსულ "პაფოსსა" და შვეიცარიულ "ციურიხში".
"ტორპედოს" ახალწვეულს როგორც ყველა ასაკობრივ, ისე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში (3 მატჩი) აქვს ნათამაშები.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
წყარო: FC Torpedo Kutaisi

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.