ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი - უკრაინა ევროპის ნაწილია

10 წლის წინ მაიდანი დემოკრატიის სიმბოლოდ იქცა, უკრაინა ევროპის ნაწილია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ღირსების რევოლუციის დაწყებიდან მეათე წლისთავს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია.
„10 წლის წინ მაიდანი გახდა თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის სიმბოლო. უკრაინელების გამბედაობის დავიწყება არ შეიძლება. უკრაინა ევროპის ნაწილია და ჩვენ მის მხარეს ვართ“, - წერს ოლაფ შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ღირსებისა და თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.