საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ალიაშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში აგრძელებს. ის Durham University-ში ისწავლის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე, საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიკოლოზმა Durham University-ის ბიზნესის სკოლის მიერ საერთაშორისო სტუდენტებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური ოდენობის სტიპენდია მოიპოვა.
ნიკოლოზმა ასევე მიიღო შეთავაზება შემდეგ უნივერსიტეტებში University of Glasgow, University of Strathclyde, University of Aberdeen და University of Sussex-ის სამაგისტრო პროგრამებზე, თუმცა მან საბოლოოდ არჩევანი Durham University-ზე შეაჩერა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/dakavebulebi-a1AVTe-300x200.jpeg)