ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს
ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნეპალის მთავრობამ განაცხადა, რომ მისი ექვსი მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა, სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა.
„ნეპალის მთავრობამ რუსეთის მთავრობას მათი ცხედრების დაუყოვნებლივ დაბრუნება და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა სთხოვა“, - აცხადებს ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნეპალის საგარეო უწყების ცნობით, ნეპალის ერთი მოქალაქე უკრაინაში ტყვედ ჩავარდა და მის გასათავისუფლებლად მთავრობა დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.