“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – რატომ დაატოვებინეს თანამდებობები ს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარესა და მოადგილეს

ფოთის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე თავისივე პარტიის ახალ მენეჯმენტს ადანაშაულებს. დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ მას და მის მოადგილეს თანამდებობები განსხვავებული აზრის გამო დაატოვებინეს. ს საკრებულოს წევრების ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვდა.
შეურაცხმყოფელი განცხადებები პარტიის თავმჯდომარის და თანაგუნდელების მიმართ, ასევე ფრაქციის სხდომების გაცდენა – ფოთის საკრებულოში, ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები, დარეჯან ცხვიტარიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ასე ხსნიან.
ფოთის მსგავსად განცხადება გაავრცელეს ახალქალაქის საკრებულოს წევრებმაც. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. სპეციალურად გავრცელებულ წერილში წერენ, რომ “ნაცმოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარის ქმედებებმა პარტიის დასუსტება გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილის წასვლის მომხრეები არიან პარტიის სხვა წევრებიც. ამბობენ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნაა.
ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრები მიმდინარე პროცესებზე კომენტარს დღეს არ აკეთებენ. ერთადერთი, ვინც მცირე კომენტარი გააკეთა, სოფო ჯაფარიძეა. ამბობს, რომ შიდაპარტიული თემების სააშკარაოზე გამოტანას არ აპირებს.
“ნაციონალური მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენები არ უკვირთ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები “ნაციონალურ მოძრაობას” ლიკვიდაციამდე მიიყვანს.
დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა პარტიული ს შემდეგ დაიწყო. ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. ამ დრომდე არ არსებობს პასუხი, გაირიცხა თუ არა პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე ლონდონში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და როცა ვიღაც გადაფარებულია ამ პოლიტიკურ ძალაზე, როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ანგარიში გავუწიოთ

მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის