„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს
„საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო, მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი შესრულებული იქნება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ.
მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აუცილებლად პოზიტიური იქნება.
დეპუტატმა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაყოფით მმართველ გუნდს ზიანი არ მიადგება, თუმცა დაზარალდება მათი ამომრჩეველი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს. რაც უფრო მეტად დაიყოფიან, მით უფრო მეტად დაყოფენ საკუთარ ამომრჩეველს.
„ხალხის ძალამ“ მმართველი გუნდიდან გამოყოფის მიზეზი თავის დროზე განმარტა. ვფიქრობდით, რომ სიმართლე, მიმდინარე მოვლენებზე უფრო ღიად იყო სათქმელი. ჩვენი გუნდი უმრავლესობიდან არ გასულა, არც ღირებულებითი აცდენა გვქონია და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებშიც ერთად მივიღებთ მონაწილეობას. ბოლოდროინდელმა გარემოებებმა, სიმართლის თქმის ტონალობაშიც სხვაობა გააქარწყლა და მმართველი გუნდი, ახლა უკვე „ხალხის ძალასთან“ ერთად პირდაპირ ამბობს, იმ სათქმელს, რაც აუცილებელია ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის. ამ ურთულესი ვითარებიდან საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი სიმართლის თქმა და საზოგადოების ერთობაა.
ოპოზიციას არაფერი ღირებულებითი არ გააჩნია. შეგახსენებთ, როგორ ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს. მოიხსენიებდნენ კლოუნად, ოლიგარქად, რუსეთთან დაახლოებულ პირად. დღეს კი შეცვალეს ტონალობა. ისინიც ხვდებიან, რომ ტრამპი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. უკვე ჩადიან ამერიკაში და რესპუბლიკელების ღონისძიებას ესწრებიან ესწრებიან.
ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ში ომის დასრულებაზე. მიმაჩნია, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა პოზიტიურ რელსებზე გადაეწყობა. აუცილებლად დალაგდება ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ომის პარტია თავის მიზანს ვერ მიაღწევს.
ჩვენი პოლიტიკური ხვალინდელი დღე დასავლეთთან მიმართებაში პოზიტიური იქნება და საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი, შესრულებული იქნება, “ – განაცხადა მ.
Previous: მე და რამდენიმე მესაკუთრემ მცხეთაში, ცენტრში მდებარე ძვირადღირებული ქონება უფასოდ ჩავაბარეთ სახელმწიფოს და ალტერნატივად ნაკლებად ღირებული ქონება მივიღეთ გარეუბანში, რადგან ქალაქის ინტერესები პირადზე უპირატესია

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია