ნატო ჩხეიძე: დასანანი რა,… ტრაგიკულიც კია

“სერიიდან:
აბა შეხედეთ
საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პრეტენზია, რომ გამოხატავს საზოგადოების აზრს და რომ არის ნეიტრალური და ამის სადემოსტრაციოდ დაგვპირდა, რომ წარმიგვიდგენდა ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტთან.
დღევანდელი ინტერვიუ პრეზიდენტთან არ იძლეოდა ამ პრეტენზიის დადასტურების საშუალებას.
ინტერვიუერის ტონი, მოუთმენლობა, სიტყვის შეწყვეტინების სიხშირე და კითხვების არსი არ განსხვავდებოდა ოფიციოზის პროპაგანდისტი ტელევიზიების სულისკვეთებისგან.
ეს არის სწორედ საზოგადოებრივი ტელევიზიის ზადი – მსგავსება ოფიციოზთან და არა საზოგადოებასთან.
ოფიციოზის და საზოგადოების ინტერესები კი ყველაზე დემოკრატიულ მმართველობაშიც კი განსხვავდება და მით უფრო ისეთში, როგორიც ჩვენშია, – ავტორიტარიზმი მიდრეკილი უხეირო დიქტატურისაკენ.
და რა დასანანია რომ ჩვენში ჯერ კიდევ ვერ არის ჩამოყალიბებული მაღალი რანგის პირებთან საუბრის ტექნიკა და კულტურა, – ქვეყნისთვის თუ არსებული ვითარების მნიშვბელივანი საკითხების და ასპექტების გამორჩევის, გააზრების და გამოსავლის ძიების სურვილი და არა კირკიტი უკვე ათასჯერ გადაღეჭილ თემებზე.
დასანანი რა,… ტრაგიკულიც კია,” –  წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?