არქივი17 მარტი, 2025, 15:09
"ნამდვილი მაესტროა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - რობერტო მარტინესი პსჟ-ის ფეხბურთელზე

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მისი გუნდისა და პსჟ-ის 25 წლის ნახევარმცველ ვიტინიაზე ისაუბრა.
პორტუგალიელები მარტის სანაკრებო პაუზაზე ერთა ლიგის პლეი-ოფის 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დანიას შეხვდება და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მარტინესმა სწორედ ვიტინიაზე გაამახვილა ყურადღება.
"ვიტინია ახლა ევროპული ფეხბურთის თანამედროვე მაესტროა, მას ჯადოსნური ჯოხი უჭირავს ხელში.ეჭვი არ მეპარება, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.