ნათია ფანჯიკიძე: ტვ იმედს სასწრაფოდ წამოუწყია კამპანია, მოსამართლე დავით ჯუღელი ნაციაო. განაახლეს მასზე შეტევა

“ტვ იმედს სასწრაფოდ წამოუწყია კამპანია, მოსამართლე დავით ჯუღელი ნაციაო. განაახლეს მასზე შეტევა. ხოდა ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, საქართველო ბედნიერი იქნებოდა, ჯუღელის მსგავსი მოსამართლეები რომ იყვნენ სასამართლოს სათავეში, უკლებლივ ყველა ადამიანს ექნებოდა დაცულობის, სამართლის შეგრძნება, მაგრამ ვისაც არ “სჭირდება” ნამდვილი პროფესიონალები, ისინი აუცილებლად “არანაცმა” კრებითმა მურუსიძემ უნდა გაასამართლოს. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ამ ქვეყანაში მურუსიძეობაა მარადიული, სანამ მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი თავი და უფლებები არაფრად მიაჩნია?” – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული