“მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები” – თბილისში მიმდინარე კონფერენცია პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა

“მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები” – თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
მხარეების მსჯელობენ ფინანსური ზრდის, ინოვაციისა და მწვანე ფინანსების ხელშეწყობის გზებზე. ღონისძიებას ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მართავს.
“ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკია, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი. დღევანდელი ღონისძიება კი ფოკუსირებულია ქართული ეკონომიკის აყვავებაზე – ინკლუზიურ ზრდაზე და მცირე და საშუალო ბიზნესზე. მოხარული ვარ, რომ ევროპული გუნდის მიდგომები გვაქვს და ევროკავშირის არქიტექტურის სხვადასხვა ნაწილები, გადაწყვეტილების მიმღებები პირები,მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან აქ არიან, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით კი გარემოს მიმართ მეგობრული ტექნოლოგიების და ინკლუზიური ზრდის მიმართულებებით”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ