მოდა მდგრადობის მხარდასაჭერად! – ქებურია ლონდონის მოდის კვირეულზე

გასულ კვირას ლონდონის მოდის კვირეულზე (LFW) მსოფლიო მოდის პროფესიონალთა ყურადღება სწორედ ქართველმა დიზაინერმა, გიორგი ქებურიამ მიიპყრო, რომელმაც თავისი 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.
ევროკავშირისა და QUIS-ის მხარდაჭერა – ხიდი საერთაშორისო წარმატებისკენ
ლონდონის მოდის კვირეულზე ქებურიას ასეთი შთამბეჭდავი წარდგენა, მისი უდავო შემოქმედებითი ტალანტისა და უზარმაზარი ძალისხმევის გარდა, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “QUIS” მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც მოდისა და ტანსაცმლის სექტორში ხარისხისა და სტანდარტების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და ქართველი დიზაინერებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების ათვისებისა და გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციისთვის.
მდგრადობა და ხარისხი – თანამედროვე მოდის აუცილებელი ატრიბუტები
ქებურიას კოლექციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი პასუხისმგებლიანი მიდგომაა მდგრადობისა და ხარისხის სტანდარტების მიმართ. დღევანდელ მოდის ინდუსტრიაში მდგრადობა უკვე აღარ არის მხოლოდ ტრენდი – ის აუცილებლობაა. ბრიტანეთის მოდის საბჭომ (BFC) გიორგი ქებურია მისი კოლექციის შემოქმედებითი გამოხატვისა და მდგრადობისა და ხარისხის მაღალ სტანდარტებთან სრული შესაბამისობიდან გამომდინარე შეარჩია.
ქებურიას ბრენდი იყენებს ორგანულ და გადამუშავებულ მასალებს, რომლებიც არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს. ეს უზრუნველყოფს კოლექციის ეკომეგობრულობას და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. გარდა ამისა, ბრენდის ნარჩენების მართვის პრაქტიკა, გადამუშავებული და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა მას აქცევს სოციალურად პასუხისმგებლიან მოთამაშედ მოდის ინდუსტრიაში.
თანამედროვე მოდის სამყაროში ხარისხის სტანდარტები მკაფიოდ არის განსაზღვრული. შესაბამისად, ბრენდები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე იმკვიდრებენ თავს, მაქსიმალურად ცდილობენ მიჰყვნენ ამ სტანდარტებს. ქებურიას ბრენდი წარმატებით ართმევს თავს ამ გამოწვევას, რაც მას მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
წყარო: marketer.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი