მიჩიგანში ჩინელმა სტუდენტმა არჩევნებზე ხმა უკანონოდ მისცა, თუმცა მისი ბიულეტენი მაინც ჩაითვლება – CNN

-ში 19 წლის ჩინელი სტუდენტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონო მონაწილეობის გამო დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჩინელი სტუდენტი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობს, ამერიკის მოქალაქე არ არის, შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
ინფორმაცია მიჩიგანის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკურმა“ პარტიამ არჩევნებში უცხოელების მონაწილეობის შესახებ გააკეთა განცხადება.
ჩინელმა სტუდენტმა ხმა კვირას მისცა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მან რეგისტრაცია სტუდენტური ბილეთის წყალობით გაიარა, თუმცა იმავე დღეს ადგილობრივ საარჩევნო კომისიას მიმართა და სთხოვა, რომ მისი ბიულეტენი ამოეღოთ.
ახლა შტატის სამართალდამცველები და ხელისუფლება ცდილობენ დაადგინონ ეს ინდივიდუალური შემთხვევა იყო, თუ ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობის ნაწილია.
როგორც ტელეარხი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელმა სტუდენტმა ბრალი აღიარა, მისი ბიულეტენის ყუთიდან ამოღება ვერ მოხერხდება, რადგან არცერთ ბიულეტენს რამე განმასხვავებელი ნიშანი არ აქვს, შესაბამისად ჩინელი სტუდენტის მიერ ჩაგდებული ბიულეტენის იდენტიფიკაცია ვერ მოხდება.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტი ჩინეთიდან ამერიკაში კანონიერი საფუძვლით იმყოფება. თუ მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს, ის აშშ-ის ტერიტორიიდან გაძევებული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს