მთაწმინდის პარკში ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა, სადაც 50 ღვინის მწარმოებლის პროდუქცია წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან იყო.
ფესტივალისადმი დიდ ინტერესზე როგორც მონაწილე მარნების, ისე სტუმრების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს.
ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბითაძე: როდესაც საქართველო აშშ-ის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიხსენოთ რა მოუტანა ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს. რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა არაფერი მოუტანია