მედია: ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე 237 მლნ ლარი დაიხარჯება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024-2027 წლებში 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, - ინფორმაციას BMG ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 2024 წელს პროექტზე 47 მილიონი ლარის, დახარჯვა 2025 წელს კი 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
"ქუთაისის აეროპორტის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ახალ F კოდის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას," - ნათქვამია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის კაპიტალური პროექტების დანართში.
ჯერჯერობით პროექტთან და მისი განხორციელების ზუსტ დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.