მამუკა მდინარაძე: გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან

მამუკა მდინარაძე: გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან
გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან და ამ ფონზე, მათ ამ პროტესტსაც, ამ ვითომ ემოციებსაც აბსოლუტურად ეკარგება ფასი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ყველას ურჩევს, წაუკითხავ კანონს რომ აპროტესტებენ, წაიკითხონ, რა წერია იქ ისეთი, რაც არის ცუდი.
„მაგალითად, ხელისუფლებას უნდა გაუპროტესტო მაშინ რაღაც, როდესაც არგუმენტებს ეუბნები და ის ამ არგუმენტებს არ იგებს, ვერ იგებს, მაგრამ როდესაც არგუმენტებს არ ეუბნები და პირდაპირ შეტევაზე გადადიხარ, ამ პროტესტს ფასი ვერ ექნება. ეს პროტესტი არის ყალბი პროტესტი და ყალბი პროტესტები მართლაც ოკუპანტი ქვეყნისგან გვახსოვს რაღაც თემებზე. ამიტომ კარგად დაფიქრდეს ყველა, წაუკითხავ კანონს რომ აპროტესტებენ ადამიანები, ყველას ვურჩევ, წაიკითხოს, რა წერია იქ ისეთი, რაც არის ცუდი”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ