ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მალტაში უსახლკარო კატების კვებას სახელმწიფო აფინანსებს

მალტაში უსახლკარო კატების კვებას სახელმწიფო აფინანსებს

მალტის მცხოვრებლებს, რომლებიც უსახლკარო კატებს კვებავენ, საკვების საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებს.
ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია ორ ათასზე მეტი „მარჩენალი“, რომლებიც ყოველდღე ნებაყოფლობით „აწყობენ სუფრას“ მიუსაფარი კატებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
მალტის მთავრობამ მათთვის ვაუჩერების მიცემა დაიწყო, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია უფასო საკვებზე. მათი მიღება შეუძლია ყველა რეგისტრირებულ კატებზე მზრუნველს, კატების რაოდენობის გათვალისწინებით (რაც მეტი კატა, მით მეტი საკვები). მალტა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქუჩებში ნაკლები უპატრონო ცხოველი იყოს. მაგალითად, მაწანწალა კატების სტერილიზაცია ხდება უფასოდ. თუმცა, ქუჩებში ჯერ კიდევ 36 ათასამდე კატაა.
ევროპულსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.