ის, რაზეც ყველა გლაციოლოგი ოცნებობს, ლევან ტიელიძესთვის დღეს უკვე რეალობაა – ქართველი მეცნიერი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანტარქდიდაზე მსოფლიო კლიმატს იკვლევს.
ლევანი, ფართო საზოგადოებამ რაჭის ტრაგედიისას გაიცნო, ის იყო ერთადერთი გლაციოლოგი, რომელიც სატელიტური გამოსახულებით, ზუსტად აღწერდა მყინვარ “თბილისაზე” კლდე-ზვავის მოწყვეტის ადგილს და ტრაექტორიას.
პროფესორი ტიელიძე, ევროპელ კოლეგებთან ერთად მალე უნიკალურ პროექტზე – კავკასიონის ძველი გამყივნარების რეკონსტრუქციაზე დაიწყებს მუშაობას.







