“ლეგენდების სერიის” პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვგულშემატკივრობდით და რომელთა თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით, ერთმანეთს 7 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდებიან. მაშ ასე: საქართველოს ნაკრებისა და “ინტერის” ლეგენდების სუპერმატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო, ღირებულება კი 15-დან 45 ლარამდეა.
GEO11-სა და Inter Forever-ის დაპირისპირება ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და “ევროპაბეთის” მხარდაჭერით გაიმართება.
თავიდან ცნობილი იყო, რომ GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი , ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მოთამაშე და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი. ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი მოთამაშეები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო კარიერა ჰქონდათ – ალექსანდრე იაშვილი და .
შეგახსენებთ, რომ GEO11-ის წინააღმდეგ ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ინტერის ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი, მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი, არგენტინელები ესტებან კამბიასო და დიეგო მილიტო – ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წევრები, რომლებსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა – ამ გუნდმა 2010 წელს ტრებლის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ ლეგენდარული შემადგენლობიდან ბათუმში 9 ფეხბურთელი ითამაშებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, შესაბამისად, მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაში ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გულშემატკივრებს საქართველოში მათი ხილვის შესაძლებლობა უფრო ხშირად მიეცეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში