ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი აგრძელებს ლიბანზე იერიშს და ღაზაში თავდასხმებს აშშ-ის მცდელობის ფონზე, შეწყდეს ცეცხლი

1 ნოემბერს ისრაელმა გააგრძელა საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორზე, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა ბოლო 24 საათის განმავალობაში, იტყობინება სააგენტო Reuters-ი, ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით.
1 ნოემბერს ისრაელის არმიამ ცეცხლი დაუშინა ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის სამხრეთ არეალებს.
ამ დროს აშშ-ის მეთაურობით დიპლომატიური მცდელობა, შეწყდეს ცეცხლი, ძნელად მიიწევს წინ.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ ბრალად დასდო ისრაელს „სიჯიუტე“ მოლაპარაკებაზე, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტია უსაფრთხოების უზრუნველყოფა „მიუხედავად ყოველგვარი ზეწოლისა და შეზღუდვისა“.
ისრაელი ღაზის სექტორში, მისი თანახმად, იბრძვის მიზნით, რომ გაანადგუროს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება ჰამასი. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ლიბანში წამოიწყო იმ მიზნით, რომ გაანადგუროს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა, დაჯგუფებისა, რომელიც ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს და რომლის პოლიტიკური ფრთის წევრები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან. ეს დაჯგუფება ტერორისტულად არის შერაცხილი აშშ-ში, ხოლო ევროკავშირი ტერორისტულად მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს.
მათ წინააღმდეგ საომარ მოქმედებს ისრაელი განაგრძობს მიუხედავად ვაშინგტონის მცდელობისა, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ორივე ფრონტზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს წინა პერიოდში.
აშშ-ში 47-ე პრეზიდენტს 5 ნოემბერს აირჩევენ.
ფორუმი

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.