არქივი9 თებერვალი, 2024, 00:29
ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება.
პრემიერის თქმით, ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი.
„20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე - ნატოს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდება ბრიუსელში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.