ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაურია

ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაურია

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაურია.
ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული.
"ხუთ წუთში გაჩნდა პოლიცია, ალბათ, მთელი საქართველოს პოლიცია აქ იმყოფებოდა. დილით პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა თავდასხმები და ზუსტად ასეთი თავდასხმა მოაწყვეს ირაკლი ეძგვერაძეზე. დაკავებულია ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძეც. პოლიცია უკვე თავს გვესხმის, სპეცოპერაცია მოგვიწყვეს. ირაკლი ეძგვერაძის წინააღმდეგ პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია არაფრის გამო. ჩვენ პოლიციის მიმართ ნდობა აღარ გვაქვს" , - განაცხადა ეძგვერაძის მეგობარმა კახა ალადაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.