თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

ყველაფერი, თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია თავიდანვე ხელს უშლიდა უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.
„ოპოზიცია მუდმივად ცდილობდა, დაწყებული ჯერ კიდევ უვიზო მიმოსვლის მიღების დროიდანვე, რომ ჯერ არ გაეფორმებინათ ასოცირების ხელშეკრულება, არ მიგვეღო უვიზო მოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, გახსოვთ როგორ სპეკულირებდნენ. ოპოზიციის სურვილი, მათ შორის, ევროკავშირის ბიუროკრატიისა და ნაწილი ქვეყნებისა, მაინც ამ მექანიზმის გამოყენება არ და ვერ მოხდა იმიტომ, რომ ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. ახლა ოპოზიცია ცდილობს, რომ თითქოს ისინი იცავენ ევროკავშირისგან, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტისგან ჩვენს ქვეყანას, თუმცა, იცით თქვენ, რომ ყველაფერი, თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს