თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია იმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სააპელაციო სარჩელების განხილვა. სასამართლოს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან დილიდან პოლიციაა მობილიზებული – მოქალაქეებს, რომელთა საქმეც არ განიხილება, შიგნით არ უშვებენ.
სააპელაციო საჩივრების განხილვის დროს სასამართლოსთან შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სახელისუფლებო პარტიამ საპარლამენტო გაყალბების შედეგად მოიგო.
სააპელაციო სასამართლო დღეს ორ ნაწილად გაერთიანებულ საქმეებს განიხილავს:
· „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, რომლებიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა;
· „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „ჩემი ხმისა“ და სხვა ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელი.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე დაიბარეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე