თათრეთის სასამართლომ კვლავ ჯარიმა შეუფარდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მხარდამჭერ აქტივისტს

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის სასამართლომ კვლავ ჯარიმა შეუფარდა სოციოლოგ ისკანდერ იასავიევს, იმისთვის, რომ მას ეჭირა პლაკატი, რომლითაც ითხოვდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჟურნალისტის, 18 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ალსუ კურმაშევას გათავისუფლებას.
ვახიტოვის ოლქის საასამართლომ 22 აპრილს გამოიტანა განაჩენი, რომ იასავიევმა 15 000 რუბლი ($160) უნდა გადაიხადოს პლაკატისთვის წარწერით “ალსუ კურმაშევა ჟურნალისტია და არა ბოროტმოქმედი” – აქტივისტს ეს პლაკატი ეჭირა ყაზანში დეკემბერში გამართულ, სანქცირებულ აქციაზე, რომელიც გაიმართა რუსეთში დაპატიმრებული ყველა ჟურნალისტის მხარდასაჭერად.
15 000 რუბლის გადახდა იასავიევს პირველად 1 თებერვალს დააკისრეს, მას მერე, რაც იმავე სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. აქტივისტმა განაჩენი გაასაჩივრა, რის შემდეგაც, 20 მარტს, თათრეთის უზენაესმა სასამართლომ მას განაჩენი მოუხსნა და საქმე ხელახალ სასამართლოზე გაგზავნა.
იასავიევის ადვოკატები 22 აპრილს აცხადებდნენ, რომ ხელახალ განაჩენსაც გაასაჩივრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”