თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის 3X3 კალათბურთში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის 3X3 კალათბურთში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო. ტურნირი დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების ასპარეზობით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა.
ტრადიციული სპორტული ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ფინალური თამაშები ბათუმში 5 და 6 აგვისტოს გაიმართება, სადაც ასევე, დაგეგმილია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თამაში პარა-კალათბურთში. ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ტარდება. ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული შემართების ამაღლებას უწყობს ხელს.
Previous: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ ყველა მათი პარტია ერთად, 30%-საც ვერ აგროვებს. ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს