ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
„მას აქვს 27 წელზე მეტი ხნის სამხედრო გამოცდილება, მეთაურობდა საზღვაო ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის "აღმოსავლეთის" ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს”, - აღნიშნავს უმეროვი.
ამასთან, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბარგილევიჩი კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ამოცანაა, სამხედრო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სამხედრო დისციპლინის გაძლიერება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.