ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამიძე კონგრესმენ კარლოს ჰიმენეზს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ კარლოს ჰიმენეზს, კონგრესის საზღვაო უსაფრთხოების ქვედაკომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„კარლოს ჰიმენეზი თვითონ არის პოლიტიკური დევნილი, ამერიკაში წამოსული კომუნისტური კუბადან, სადაც ჯერ მაიამის რაიონის მერი იყო, და შემდგომ კი კონგრესის წევრი. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა და ჰიმენეზმა ისაუბრეს კუბას და საქართველოს პარალელებზე. აღნიშნეს, რომ ორივე პატარა სახელმწიფოა, რუსეთის ზეწოლის ქვეშ.
შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა ჰიმენეზმა სოციალურ ქსელში დაწერა:“საქართველო იყო სასტიკი საბჭოთა კომუნისტური ოკუპაციის ქვეშ და მოუთმენლად ველი კონგრესში მუშაობას საქართველოსთან ამერიკის მეგობრობის გასაძლიერებლად“.
ორივე მხარემ ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. ბატონმა ჰიმენეზმა დადებითად შეაფასა MEGOBARI Act-ის დაინიცირება და მზაობა გამოხატა, რომ მხარი დაუჭიროს. ასევე, კონგრესმენმა ჰიმენეზმა აღნიშნა ახალი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე საქართველოსთვის, როგორც საზღვაო უსაფრთხოების ქვედაკომიტეტის თავმჯდომარემ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ