ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენერგოომბუდსმენი - მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს - არ დარჩა უბანი დედაქალაქის მასშტაბითაც, სადაც დარღვევას ადგილი არ ჰქონდა

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ელექტრონულმა მიმართვიანობამ წლის განმავლობაში 10 ათასს გადააჭარბა.
„ჩვენ პანდემიური პერიოდის შემდეგ ძალიან კარგად ავამუშავეთ ელექტრონული მომართვიანობა. ელექტრონულმა მომართვიანობამ წლის განმავლობაში გადააჭარბა 10 ათასს. არ იგულისხმება მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის მომართვა, რომელსაც პასუხს ვცემთ ონლაინ რეჟიმში, ეს ძალიან კარგად მუშაობს, უფრო მეტად ვიცილებთ დარღვევებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომართვიანობა 100%-ით არის გაზრდილი.
საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს. არ დარჩა უბანი დედაქალაქის მასშტაბითაც, სადაც დარღვევას ადგილი არ ჰქონდა”,-აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.