ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში კლებულობს ტრამპის უპირატესობა ჰარისთან შედარებით - Reuters/Ipsos

ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე აშშ-ის ამომრჩევლებში იკლებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უპირატესობა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან მიმართებით - ამას აჩვენებს 27 აგვისტოს გავრცელებული გამოკითხვის შედეგი.
Reuters/Ipsos-ის მიერ 23-25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომიკის და დასაქმების საკითხებთან ტრამპის მიდგომებს უპირატესობას ანიჭებს რეგისტრირებული ამომრჩევლის 42 პროცენტი, ჰარისისას - 40 პროცენტი, რაც 3-პროცენტიან განსხვავებას შეადგენს. Reuters/Ipsos-ის მიერ ივლისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით ტრამპს ეკონომიკის საკითხებზე 11-პროცენტიანი უპირატესობა ჰქონდა.
დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, ჰარისს და ტრამპს 40-40 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, თანაბრად. თუმცა ჰარისის მაჩვენებელი ამ კატეგორიაშიც გაუმჯობესებულია, ივლისის გამოკითხვაში ის აქ ტრამპს 5 პროცენტით ჩამორჩებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.